რეზონანსი
17.05.2020

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, შემთხვევების რაოდენობის შედარებითი ზრდა შეზღუდვების მოხსნას არ უკავშირდება. ბოლო 24 საათში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გვაქვს. აქედან 8 ბოლნისის მუნიციპალიტეტიდანაა.

„ძირითადად, ესაა სოფელი გეტა და სოფელი მუშევანი. კიდევ 8 უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებია და მხოლოდ 2 არის ახალი, საკარანტინო სივრციდან შემოსული.

შემთხვევების რაოდენობის შედარებითი ზრდა შეზღუდვების მოხსნას არ უკავშირდება, იმიტომ რომ ეს ძირითადად არის ბოლნისელი ინფიცირებულების კონტაქტები.

ამას შეზღუდვების მოხსნას ვერ დავუკავშირებთ, უბრალოდ ამ 2 პაციენტში გრძელდება კონტაქტების ძიება და დაავადების დიაგნოსტირება“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×