რეზონანსი
17.05.2020

 

ქართველმა ექიმმა, სან ფრანცისკოს „კაიზერ პერმანენტეს“ ქრონიკული ტკივილის დეპარტამენტის ხელმძღვანელის გიორგი მიქელაძის თქმით, ყველაფრის ნელ-ნელა გახსნის ფონზე ვირუსის გავრცელების მიმართ მოდუნება დაუშვებელია, ბოლომდე ამ ვირუსზე არავინ არაფერი იცის და ერთგვარი სიურპრიზებიც მოსალოდნელია.

„ვირუსი არ მომკვდარა, არსად არ წასულა, ვირუსი ისევ აქ არის, შეიძლება გადადება შემცირდა ჩვენი მოქმედებების შედეგად, მაგრამ ვირუსი აქ არის. თუ ყველაფერი დაუბრუნდა იმ ნიშნულს, როგორიც იყო ვირუსის გაჩენამდე, იგივეს მივიღებთ. რამდენიმე რამ უნდა მოხდეს - ან უნდა გამოჩნდეს წამალი და ვაქცინა, ან იმდენი ადამიანი გახდეს ავად, რომ იმუნიტეტი გამოიმუშავონ ადამიანებმა. ესეც საკითხავია, ჯერჯერობით, რამდენად ძლიერი იმუნიტეტი შეიძლება გამომუშავდეს. ამის შემდეგ ვირუსი უნდა მოკვდეს, მაგრამ იმისთვის, რომ ვირუსი მოკვდეს, მარტო აშშ-ში ის ორასმა მილიონმა ადამიანმა უნდა გადაიტანოს.

აქ ძალიან დიდი მოძრაობაა დედების, მამების, რომლებსაც არ უნდათ შვილები აცრან. ესეც ერთგვარი უსინდისობაა. არ უნდათ აცრან თავისი შვილები იმ გარემოში, სადაც ყველა სხვა ბავშვი აცრილია, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში არიან გარანტირებულები, რომ საშინელი საბავშვო ავადმყოფობები არ დაემართებათ. სხვის ხარჯზე უნდათ გამოსვლა. არ შეიძლება აბსოლუტური იყოს შენი თავისუფლება, თუ ცხოვრობ საზოგადოებაში და საზგადოებაში გიწევს ყოფნა, აუცილებლად იმ საზოგადოების ინტერესებიც უნდა გაითვალისწინო." - აცხადებს ქართველი ექიმი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×