რეზონანსი
17.05.2020

ცნო­ბი­ლი მწე­რა­ლი, მსა­ხი­ო­ბი, მო­ცეკ­ვა­ვე და უბ­რა­ლოდ თბი­ლი­სის კო­ლო­რი­ტი გივი სი­ხა­რუ­ლი­ძე გი­ორ­გი რუ­რუ­ას სი­მამ­რია. რუ­რუ­ას მისი შვი­ლიშ­ვი­ლი სოფო სი­ხა­რულ­ძე ჰყავს ცო­ლად. სი­ხა­რუ­ლი­ძის შე­ფა­სე­ბით რუ­რუა უკა­ნო­ნოდ არის და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი და ელო­დე­ბა რო­დის გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა პა­ტიმ­რო­ბი­დან.

"გი­ორ­გი რუ­რუა ჩემი სი­ძეა, შვი­ლიშ­ვი­ლის მე­უღ­ლეა. სას­წა­უ­ლი, ან­გე­ლო­ზი­ვით შვილ­თაშ­ვი­ლი მყავს. მე არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია არ მაქვს მის გა­მოშ­ვე­ბა­ზე, მაგ­რამ გი­ორ­გი ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლი უყ­ვარს, ჩემს შვი­ლიშ­ვილ­საც უყ­ვარს და ამი­ტომ ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს ვცემ.

ყვე­ლამ იცის, რომ მა­გას ია­რა­ღი არა­ფერ­ში არ სჭირ­დე­ბო­და. 400 ია­რა­ღი აქვს გა­ფორ­მე­ბუ­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად. რაში სჭირ­დე­ბო­და არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ია­რა­ღი?! არ იყო სწო­რი, რაც და­აბ­რა­ლეს. მისი გა­მოს­ვლა პრე­ზი­დენ­ტის შე­წყა­ლე­ბით არ მოხ­დე­ბა, სა­სა­მარ­თლო­თი უნდა გა­მო­ვი­დეს.

სოფო სი­ხა­რულ­ძეს და გი­ორ­გი რუ­რუ­ას ხში­რად ნა­ხავ­დით მცი­რე­წლო­ვან შვილ­თან ერ­თად სხვა­დას­ხვა აქ­ცი­ებ­ზე. გი­ორ­გის და­კა­ვე­ბი­დან ძა­ლი­ან მალე სო­ფომ სპე­ცა­ლუ­რი მი­მარ­თვაც კი გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც ამ­ბობ­და:

"ჩვენ ყვე­ლა ვცდი­ლობთ, და­ვაგ­რო­ვოთ გა­მოც­დი­ლე­ბა, ვის­წავ­ლოთ შეც­დო­მებ­ზე, მაგ­რამ მივ­ხვდი, რომ მო­სა­მარ­თლე­ე­ბის­თვის არა­ფე­რი იც­ვლე­ბა. ათწლე­უ­ლე­ბია, მათი დღის წეს­რი­გი ერთი და იგი­ვეა, უბ­რა­ლოდ, იც­ვლე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც მათ მი­უ­თი­თებს, რა უნდა ქნან. ამი­ტომ, ჩემი აზ­რით, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ამ სის­ტე­მის ჩა­მოშ­ლა და რე­ფორ­მი­რე­ბა...".

სო­ფოს თქმით, გი­ორ­გი რუ­რუა იმის გა­მოა და­ჭე­რი­ლი, რომ არ იაქ­ტი­უ­როს, მაგ­რამ ეს ასე არ იქ­ნე­ბა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×