რეზონანსი
17.05.2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ბავშვობას იხსენებს.

„ჩემი ბავშვობა იყო მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირი არსებობდა, ომის შემდგომი თაობა ვართ. ზაფხულში ბებია-ბაბუასთან ყოფნა ყველაზე კარგი იყო. რა თქმა უნდა, ოჯახი, მშობლები.

ძალიან მიყვარს ჩემი კუთხე, რაჭიდან ვარ წარმოშობით.

ბაბუასთან ერთად ძროხებს ვმწყემსავდი, ბებიასთან ერთად ძროხა მომიწველია, კარაქი მომიდღვებია და ყველი ამომიყვანია მასთან ერთად. ეს სულ სხვა რამეა.

ყველაზე ხშირად ფეხბურთს ვთამაშობდი, მერე კალათბურთს მივდევდი, ვცურავდი“, – იხსენებს გამყრელიძე ბავშვობას Post Tv-ის ეთერში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×