
პროკურორი რომ ვიყავი გარკვეული ადამიანების დაჭერა მიწევდა, კი არ მიხაროდა, მაგრამ პროკურორის მოვალეობა ეგაა, - ამის შესახებ ცოტა ხნის წინ ციხიდან გათავისუფლებულმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა.
„დღეს დავურეკე და გიგი უგულავას გავეხუმრე. პროკურორი რომ ვიყავი გარკვეული ადამიანების დაჭერა მიწევდა, კი არ მიხაროდა, მაგრამ პროკურორის მოვალეობა ეგაა. მაგრამ არის ერთი ადამიანი ვისი დაჭერაც გამიხარდა მეთქი.
მთელ ამ მონოლოგს რომ უსმენდა, სიჩუმე იყო მისი მხრიდან. მკითხა ვისი დაჭერა გაგიხარდაო. შენი დაჭერა გამიხარდა მეთქი, შენმა დაჭერამ საბოლოო ნიშანი მომცა, რომ ჩემი გათავისუფლება ახლოს იყო", - ამბობს ირაკლი ოქრუაშვილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა 15 მაისს შეიწყალა.
სასამართლომ ოქრიაშვილს 5-წლიანი პატიმრობა 20 ივნისის საქმეზე ძალადობის მუხლით მიუსაჯა.