რეზონანსი
16.05.2020

დღეს კოვიდინფიცირებულების რიცხვს ზუგდიდში მცხოვრები 42 წლის მამაკაციც მიემატა. ის რუხის საავადმყოფოში ორმხრივი პნევმონიით და მაღალი ტემპერატურით მკურნალობს. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მისი დედაც ინფექციის მატარებელია.

მამაკაცი მძღოლია და ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, თუმცა თვითიზოლაციის ვადის გასვლის შემდეგ მას კორონავირუსი აღმოაჩნდა.

შეგახსენებთ, ეპიდემიოლოგები სწავლობენ ახალგაზრდა კაცის კლასტერებს ზუგდიდში, ფოთსა და თბილისში.

ანაკლია-განმუხურის საკარანტინო ზონაში კი გადაყვანილია მისი ცოლ-შვილი, დედა, რომელსაც კოვიდ-19 დაუდასტურდა და სიდედრი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×