რეზონანსი
16.05.2020

თურქეთი ეკონომიკის განახლების ფარგლებში, სამედიცინო ტურიზმს 31 ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის 20 მაისიდან გახსნის.

ქვეყანაში ჩასულ პაციენტს მაქსიმუმ ორი პირი უნდა ახლდეს, ისინი კორონავირუსზე ტესტს ქვეყანაში ჩასვლისთანავე, აეროპორტებსა და სასაზღვრო პუნქტებში გაივლიან.

მგზავრებს უფლება ექნებათ, ტესტი საკუთარ ქვეყანაში თურქეთში ჩასვლამდე 48 საათის განმავლობაში ჩაიტარონ და პასუხი საბაჟოზე წარადგინონ.

ქვეყანაში მხოლოდ უარყოფითი პასუხის მქონე ადამიანებს შეუშვებენ. თურქეთი შიდა ტურიზმის ამუშავებას მაისის ბოლოდან გეგმავს. საერთაშორისო ტურისტებს კი სავარაუდოდ ივნისის შუა რიცხვებიდან მიიღებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×