რეზონანსი
16.05.2020

იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვივაქცინაციის კვლევასთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს:

„მაკაკა რეზუსზე ჩატარებულმა ვაქცინაციის კვლევამ, წინასწარი შედეგებით აჩვენა, რომ ვაქცინაციის შემდეგ კორონავირუსით ხელოვნური დასნებოვნების შემთხვევაში მათ პნევმონია არ უვითარდებათ.

დასკვნა:

რადგან მაკაკა რეზუსის იმუნური სისტემა ძალიან ახლოსაა ადამიანის იმუნურ სისტემასთან, ოქსფორდის ჯგუფის (ჯენერის ინსტიტუტი) მიერ შექმნილი ვაქცინა (ChAdOx1 nCoV-19) დიდი ალბათობით წარმატებული იქნება ადამიანებშიც.

23 აპრილს დაიწყო ჯანმრთელ მოხალისეებზე მისი გამოცდა

კვლევის ყველა ეტაპის წარმატების შემთხვევაში, აღნიშნული ვაქცინის წარმოებას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბრიტანული ფარმაკოლოგიური კომპანია AstraZeneca დაიწყებს", - წერს კულუმბეგოვი.

აღნიშნული პოსტის შემდეგ „პრაიმტაიმი" ინფექციონისტს დეტალების გასარკვევად დაუკავშირდა.

როგორც მან განგვიმარტა, მაკაკა რეზუსზე ჩატარებული ვაქცინა ჯერ ადამიანზე ნაცადი არ არის. არსებობს 100-ზე მეტი ვაქცინა, რომელიც ცდების პროცესშია.

„ადამიანებზე ცდები დაწყებულია. პირველი ვაქცინა 23 აპრილს გაუკეთდათ, თუმცა ორჯერადი უნდა იყოს.

2 თვეა საჭირო, მაისის ბოლოს კიდევ გაუკეთდებათ. მონაცემები ზაფხულში იქნება, თუ ეს გაამართლებს, შემოდგომით დაიწყება ვაქცინის წარმოება", - განმარტა კულუმბეგოვმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×