რეზონანსი
16.05.2020

„არავინ ელოდა, რომ კორონავირუსის გავრცელება ასეთ მასშტაბებს მიიღებდა", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა POSTV-ს ეთერში განაცხადა. ამირან გამყრელიძის თქმით, ის რომ, ეპიდემია იქნებოდა და არა პანდემია, მალე აღვიქვით და საქართველომ მალე დაიწყო მზადება.

რაც შეეხება იმას, თუ რამდენი ხნის განმავლობაში მოგვიწევს პირბადის ტარება.

„ვერ გეტყვით, რომ პირბადე მთელი ცხოვრების განმავლობაში საჭირო აქსესუარი გახდება, მაგრამ რაღაც პერიოდი ასე იქნება. მე მგონია, რომ დაახლოებით, 1-2 წელი", - აღნიშნა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა.

საქართველოში კორონავირუსი 677 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 419 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 პაციენტი კი გარდაიცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×