რეზონანსი
16.05.2020

სამართალდამცველებმა საჩხერეში 11 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენის ბრალდებით 1 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაკავებული 1990 წელს დაბადებული, ბ.ი. არის. მას ბრალი წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში ედება.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×