რეზონანსი
16.05.2020

17 მაისს, საზეიმო წირვის შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქ ილია II-ის მიერ მოხდება ოჯახების, დედაქალაქისა და სრულიად საქართველოს დალოცვა, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.

„ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის ერთკვირიანი ზეიმის დასრულების, აწყურის ღვთისმშობლის ხატის თბილისში შემობრძანებისა, ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღესთან დაკავშირებით კვირას, 2020 წლის 17 მაისს, საზეიმო წირვის შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქ ილია II-ის მიერ მოხდება ოჯახების, დედაქალაქისა და სრულიად საქართველოს დალოცვა.

ხოლო მისი კურთხევით, სასულიერო პირები ხატებითა და ნაკურთხი წყლის სხურებით შემოივლიან თბილისის ქუჩებს და დალოცავენ მოსახლეობას.

ავტოკოლონით მსვლელობა დაიწყება 13:00 საათზე ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან", - ნათქვამია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×