რეზონანსი
16.05.2020

ზუგდიდში სატვირთო მანქანის მძღოლს, კორონავირუსი დაუდგინდა. 42 წლის მამაკაცს სომხეთში საზღვრის კვეთის ისტორია აქვს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილების უფროსის ანზორ ქობალიას ინფორმაციით, გუშინ რეგიონის მასშტაბით სულ 111 ადამიანის ანალიზი გაიტესტა, საიდანაც კორონავირუსი მხოლოდ ერთ პირს გამოუვლინდა.

„ეს მამაკაცი იმყოფებოდა თვითიზოლაციაში, მკაცრად იცავდა წესებს. მიმდინარეობს მისი კონტაქტების მოკვლევა", - აღნიშნა ანზორ ქობალიამ

პაციენტი ამ დროისთვის რუხის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×