რეზონანსი
16.05.2020

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ საქართველო მომდევნო 10 წელიწადში შედის სრულიად ახალ პოლიტიკურ ცხოვრებაში, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს საარჩევნო ცვლილებებზე საუბრისას განუცხადა.

უგულავას განცხადებით, ახლა მნიშვნელოვანი ისტორიული მომენტია და იწყება ტრანსფორმაციების დიდი ეპოქა.

„იქნება მრავალპარტიული სისტემა და ჩვენი პოლიტიკური თაობის ამოცანა ზუსტად არის, რომ ამ სისტემამ იმუშაოს და ამ სისტემამ სიკეთე, გამდიდრება, კეთილდღეობა და უსაფრთხოება მოუტანოს ჩვენს მოქალაქეებს. ეს გარანტირებული არ არის, აგერ ხედავთ, მაჟორიტარები იმუქრებიან, რომ 10 წელი გავა და ისევ მაჟორიტარებს დაუბრუნდებითო, თუ იქნება ქაოსი და კორუფცია, ბუნებრივია, გაიზრდება მოთხოვნილება ისევ „ძლიერ ხელზე". ჩვენ ძალიან ისტორიულ მომენტში ვიმყოფებით, მიუხედავად იმისა, რომ სრულად პროპორციულზე ვერ გადავედით, არსებითად, მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში გადავალთ პროპორციულ სისტემაზე, რაც ნიშნავს რეალურ მრავალპარტიულობას, რაც ნიშნავს დაპირისპირებულების შეთანხმებას, რაც გამორიცხავს ერთამენთში თავში აგურის ჩარტყმას, გამორიცხავს პოლიტიკურ ძალადობას პოლიტიკურ ოპონენტებზე და გამორიცხავს სასამართლოს შენი ნება-სურვილით გამოყენებას. ამიტომ, დიდი ტრანსფორმაციების ეპოქა იწყება, დიდი ცვლილებების ეპოქა იწყება", - განაცხადა უგულავამ.

ცნობისთვის, გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების აქტი გამოსცა. გიგი უგულავამ და ირაკლი ოქრუაშვილმა საპატიმრო დაწესებულება დატოვეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×