რეზონანსი
16.05.2020

ბათუმის კლინიკა „მედალფადან" ყველაზე კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი, კორონავირუსით ინფიცირებული 82 წლის მამაკაცი გაეწერა.

კლინიკის დირექტორის ინგა ხოზრევანიძის განცხადებით, პაციენტი თითქმის ერთი თვის განმავლობაში მართვითი სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა.

მართალია, მან COVID-19 სრულად დაამარცხა, მაგრამ ფსიქიკური პრობლემების გამო, სხვა კლინიკაში გადაიყვანეს.

დღეს, კლინიკას კიდევ ერთი ვირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს. ამ დროისთვის, „მედალფაში" სამკურნალოდ სამი ინფიცირებული რჩება.

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში, ქვეყანაში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 26 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

სულ ქვეყანაში კორონავირუსის 677 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებული პაციენტების საერთო რაოდენობა კი 419-ს შეადგენს.

პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×