რეზონანსი
16.05.2020

„ამ დროს უდანაშაულო მღვდელი, ხელ-ფეხ გაჩერებული და საკაცეზე მიჯაჭვულია 15 თვეა", - ასე ეხმაურება დეკანოზ გიორგი მამალაძის ყოფილი ადვოკატი, გიორგი ფანცულაია ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას შეწყალებას.

„შეუძლებელია ადამიანმა პატიმრის (უგულავა-ოქრუაშვილი) შეწყალება პოზიტიურ მოვლენად არ აღიქვა, მაგრამ საზოგადოებავ, ნუ დაგავიწყდება, რომ ამ დროს უდანაშაულო მღვდელი, #დეკანოზი #გიორგი #მამალაძე ხელ-ფეხ გაჩერებული და საკაცეზე მიჯაჭვულია 15 თვე, ხოლო მისი უკანონო პატიმრობიდან გასულია 3 წელი და 4 თვე

P.S პოლიტიკოსებმაც კი გაჯობათ სასულიერო პირებო თავიანთი წარმომადგენლის დაცვასა და ერთგულებაში, თქვენზე ნაკლებად კონფორმისტები აღმოჩნდნენ. ისინი საპარლამენტო მანდატებზე არ გაიყიდნენ და პატიმარ თანაგუნდელს უერთგულეს, თქვენ კი?", - წერს გიორგი ფანცულაია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×