რეზონანსი
16.05.2020

საქართველოში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 677 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 419 მოქალაქე. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 26 მოქალაქე.

ამასთან, კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილია 12 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება  3873, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 393 პირი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×