
კოლეგები ქართველ მედიკოსის ზაალ გიორგაძის ბოლო დღეებს და წუთებს იხსენებენ, რომელიც რუსეთში კორონავირუსით გარდაიცვალა.
„როცა საავადმყოფოს ბაზაზე ჰოსპიტალი იხსნებოდა, ის ყველას ყველაფერს უხსნიდა, დადიოდა რეანიმაციაში“ – იხსენებს მისი კოლეგა კარინა ოგანესიანი.
მისი თქმით, იგი მწვანე ზონაში მუშაობდა. ასეთი ზონის ცდუნება ის არის, რომ იქ თავს უსაფრთხოდ გრძნობენ, თავისუფლად ახველებენ, ხელთათმანები და სპეციალური ეკიპირების გარეშე ჭამენ.
ასეთ სიტუაციაში კი არავინ იცის, ვინ ჯანმრთელია და ვინ დაავადებული.
„ზაალთან კი ყველა შედიოდა კითხვით. ის კონსულტაციას უწევდა, ეხმარებოდა. არავის ეუბნებოდა უარს. მის ოჯახშიც მედიკოსები არიან: ცოლი გინეკოლოგია, ქალიშვილი კი ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტია.
ახლა უკვე ვერავინ იგებს, როგორ შეიძლებოდა ის დაინფიცირებულიყო“ – ამბობს ოგანესიანი.
როცა ცუდად გახდა, ექიმმა გეორგაძემ დარეკა და კოლეგები გააფრთხილა, რომ 38 გრადუსი ტემპერატურა ჰქონდა და სახლში დარჩებოდა. ყველამ იფიქრა, რომ ჩვეულებრივი გაციება იყო.
"როცა ექიმმა გეორგაძემ სატურაცია დაკარგა, გადაწყდა, რომ სხვა საავადმყოფოში გადაეყვანათ, რომელიც ასევე სეჩენოვსკის უნივერსიტეტს ეკუთვნის და მაშინვე რეანიმაციაში მოათავსეს. „ჯერ კიდევ მაშინ, როცა მისი ტრანსპორტირება ხდებოდა, ის გონებაზე იყო, ჟანგბადის ნიღბით. „ეს გზა დასასრულისკენ მიდისო“ -თქვა. ყველა ატირდა, ვინც მაშინ დერეფანში იდგა,
ვიდრე გადაიყვანდნე, წინა დღეს მასთან პალატაში ვიყავი. მითხრა: „ისე დავიღალე, თითქოს არც ცაში ვარ და არც მიწაზე. აღარ შემიძლია ბრძოლა. ნეტა მალე მორჩებოდეს ეს ყველაფერ ან ისე, ან ასე“. მე კი ვეხვეწებოდი: „ვის იმედად უნდა დაგვტოვოთ, თქვენ ჩვენი ძვირფასი სამედიცინო ხელმძღვანელი ხართ-თქო“.
პრაიმტაიმი