რეზონანსი
16.05.2020

თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონში, საქართველოს მოქალაქე, სამედიცინო დაწესებულებიდან გაქცევას ცდილობდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი საავადმყოფოში, ახალი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნებით მოათავსეს.

როგორც ადგილობრივი მედია საშუალებები იუწყებიან, პაციენტი დაწესებულების მე-3 სართულის ფანჯრიდან ზეწრის მეშვეობით ცდილობდა გაქცევას, თუმცა თეთრეულის სიგრძე საკმარისი არ აღმოჩნდა.

საავადმყოფოს, დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა, მამაკაცი შეამჩნიეს და პალატაში დააბრუნეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×