რეზონანსი
15.05.2020

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ და თავდაცვის ყოფილა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა საპატიმრო დატოვეს. როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების აქტი გამოსცა.

ცნობისთვის, 2020 წლის 10 თებერვალს უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა.

რაც შეეხება ირაკლი ოქრუაშვილს, ის 2020 წლის 14 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე დამნაშავედ ცნო და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის ნაწილში გამართლდა, თუმცა, ის ჯგუფური ძალადობის მონაწილეობაში დამნაშავედ ცნეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×