რეზონანსი
15.05.2020

შიდა ქართლში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი ერთით გაიზარდა, თუმცა რაიმე სახის დამატებითი ღონისძიებების გატარება არ იგეგმება.

covid19 სოფელ თერგვისში 30-წლის ქალბატონს დაუდგინდა. ის მედდის ნათესავია, თუმცა ის რისკ-ჯგუფს არ წარმოადგენს რადგან მკაცრ თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. მისი შემოწმება საინკუბაციო პერიოდის დასრულების შემდეგ მოხდა.

სულ რეგიონიდან გუშინ კვლევისთვის ლაბორატორიაში 126 ნიმუში გაიგზავნა. პასუხების ნაწილი კორონავირუსზე უარყოფითია. ნაწილზე პასუხი კი ცნობილი გვიან ღამით გახდება.

ქვეყანაში კორონავირუსი 671 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 393 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 პაციენტი კი გარდაიცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×