რეზონანსი
15.05.2020

გუშინ გამოქვეყნდა ერთ-ერთ ავტორიტეტულ ჟურნალში სტატია, სადაც ანთქვამია, რომ ხმამაღალი საუბრის დროს 15-18 წუთი ჰაერში რჩება ინფექცია. არა მარტო ცემინება და ხველა ხმამაღალი საუბარიც კი კორონავირუსის გავრცელების რისკს წარმოადგენს, - ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „ტვ. პირველის" ეთერში განაცხადა.

„ჩვენს ლორწოში შეწონილი წვეთები სადაც ვირუსია გახვეული, ხმამაღალი საუბრის შედეგად გამოიყოფა და 15-18 წუთი ჰაერში რჩება. რაც იმას ნიშნავს რომ ინფიცირებულმა ადამიანმა შეიძლება დატოვოს სივრცე და იქ ჯანმრთელი ადამიანი შევიდეს, მოხდეს მისი დაინფიცირება. ამიტომ ნიღაბთან მიმართებით, ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ", - აღნიშნა კულუმბეგოვმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×