რეზონანსი
15.05.2020

კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, ე.წ. კომენდანტის საათი საგანგებო მდგომარეობის გაუქმებისთანავე დაკარგავს ძალას.

მისივე ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის დასრულებისთანავე ყველა შეზღუდვა ავტომატურად გაუქმდება მთავრობას კი შემდეგ მხოლიდ რეკომენდაციების გაცემის საშუალება ექნება.

„საგანგებო მდგომარობის დასრულების შემდეგ „კომენდანტის საათის" გაგრძელება არაკანონიერი იქნება, იმიტომ რომ გაადგილების შეზღუდვა შესაძლებელია მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დროს. არა მხოლოდ გადადგილება არამედ მთელი რიგი შეზღუდვები დაკარგავს ძალას. შემდეგ მთავრობას მხოლოდ რეკომენდაციების გაცემის საშუალბა ექნება. კონსტიტუციით დაცული უფლებების შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ დეკრეტით და არანაირი სხვა აქტით, დეკრეტის გამოცემა კი შეიძლება მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დროს, შესაბამისად კომენდანტის საათი 22 მაისის შემდეგ ვეღარ გაგრძელდება. ასევე გასათვალისწიენებლია რომ თუ მთავრობა გასცემს განკარგუებას შესაძლოა ის 22 მაისამდეც მოიხსნას", - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ "pia.ge" - სთან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×