რეზონანსი
15.05.2020

ბელგიაში საქართველოს საპატიო კონსულად დაინიშნა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის - სერგეი ლავროვის ნათესავი იანიკ კალანტარიანი დაინიშნა.

ამის შესახებ ინფორმაციას "ლელო საქართველოსთვის" ავრცელებს და საგარეო უწყებას მოუწოდებს, იანიკ კალანტარიანის ბელგიაში საპატიო კონსულად დანიშვნაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტება გააკეთოს.

"პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" მიმართავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გააკეთოს განმარტება იანიკ კალანტარიანის საპატიო კონსულად დანიშვნის ფაქტთან დაკავშირებით, ასევე უარყოს, ან დაადასტუროს ა.წ. 14 მაისს "კავკაზ პლიუსში" გამოქვეყნებული ფაქტების სისწორე" - განაცხადა პოლიტიკური გაერთიანების ერთ-ერთმა ლიდერმა ლანა გალდავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×