რეზონანსი
15.05.2020

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ერთ სივრცეში არაუმეტეს 10 აბიტურიენტი იქნება. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განათლების ხელმშემწყობი ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განახადა. როგორც ჩხენკელმა აღნიშნა, ზუსტი რეკომენდაციები და პროტოკოლი თუ როგორ უნდა ჩატარდეს გამოცდები ივნისში გახდება ცნობილი მაშინ, როდესაც გამოცდების თარიღები დასახელდება.

„ის, რომ გამოცდების დროს ზედმიწევნით კარგად იქნება დაცული პროტოკოლები, რომელსაც ჯანდაცვის სფერო მოგვაწოდებს, ეს ცალსახად ასეა. მაგალითად, ერთ სივრცეში, ერთ ოთახში გამოცდების ჩატარების დროს არაუმეტეს 10 აბიტურიენტის იქნება. გარდა ამისა, იქნება მთელი ნუსხა დეტალური, სპეციფიური პროტოკოლის, რომელსაც ივნისში ეროვნული გამოცდების თარიღების გამოცხადების დროს იქნება. ივნისში უფრო უკეთესი სურათი იქნება ჩვენთვის ყველასთვის, მთელი მსოფლიოსთვის ზოგადად ეპიდსიტუაციის შესახებ და აქედან გამომდინარე მოხდება დასკვნების გაკეთება", - განაცხადა ჩხენკელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×