რეზონანსი
15.05.2020

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკაში დაახლოებით შვიდი დღეა, კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტი არ მიუღიათ. მისივე თქმით დღეს კლინიკიდან გამოჯანმრთელებული ერთი პაციენტი ეწერება.

მან ასევე აღნიშნა, რომ რეანიმაციულ განყოფილებაში ერთი პაციენტი რჩება, მისი მდგომარეობა კვლავ მძიმე, მაგრამ ამ ეტაპზე მართვადი. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა, რომლებიც თერაპიულ განყოფილებაში მკურნალობენ სტაბილურია.

„გვყავს 2 ორსული ქალი, მათი და ნაყოფის მდგომარეობა სტაბილურია. ორსული ქალების პირველად პასუხებს დღეს ველოდებით. კლინიკაში 10 მარტიდან დღემდე 1 500-ამდე საეჭვო შემთხვევა გატარდა, აქედან 163 იყო კოვიდინფიცირებული, აქედან 125 პაციენტმა კლინიკა დატოვა. დღეს ჩვენს კლინიკაში მთავრდება მედპერსონალის 15 დღე, რომელბმაც კლინიკაში მკაცრი კარანტინის პირობებში გაატარეს, ჩატარებული ტესტირების შედეგად არც ერთ მათგანს კორონა არ დაუდასტურდა და ესენი 14 დღე კვლავ მკაცრ საკარანტინო პირობებში გადავლენ. ახლა კლინიკაში ახალი ბრიგადა შემოვიდა და იმედი გვაქს, რომ ეს ბრიგადა ჩვენი კლინიკისთვის ბოლი იქნება. ძალიან გვინდა, რომ პირველი ივნისიდან ჩვენმა კლინიკამ კოვიდთან ბრძოლა შეწყვიტოს და ჩვეულებრივ პაციენტებს მოვემსახუროთ", - აღნიშნა რატიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×