რეზონანსი
15.05.2020

სილამაზის სალონების მომსახურების ფასი ლოგიკურია, რომ გაიზრდება - ამის შესახებ სილამაზის სალონების ფედერაციის პრეზიდენტმა, თამარ შარაშენიძემ იმედის დილის ეთერში განაცხადა.

მისი განმარტებით, სალონს უამრავი პროდუქცია სჭირდება მომსახურებისთვის და ეს პროდუქციაც სავარაუდოდ გაძვირდება, ამას მომწოდებლები ამბობენ.

„მე როდესაც ჩავატარე გამოკითხვა სალონებში, მათ 10-დან 20 პროცენტამდე ზრდა ივარაუდეს. თუმცა დაზუსტებული ინფორმაცია თავად ობიექტებს ექნებათ, რადგან მათ თავისი მარკეტინგის სამსახური და თვისი მომხმარებელი ჰყავს, თუმცა უმრავლესობამ ეს პროცენტი დაგვისახელა", - აღნიშნა თამარ შარაშენიძემ.

სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები საქართველოში 18 მაისიდან გაიხსნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×