რეზონანსი
15.05.2020

„დარჩი სახლში" - ასეთი კატეგორიულები არა ვართ, მაგრამ დარჩი სახლში, თუ არ დარჩები, შეზღუდვები მაქსიმალურად გაითვალისწინე, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ შეზღუდვებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ აღნიშნა.

როგორც მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, მიუხედავად შეზღუდვების მოხსნისა, მიღებული უნარ-ჩვევები უნდა გამოვიყენოთ.

„თვითშეზღუდვები დავიწესოთ და მაქსიმალურად ვეცადოთ. ჩვენს თვითშეზღუდვებზე არის დამოკიდებული შემდგომში ამ დაავადების გავრცელება ჩვენს ქალაქში და ჩვენს ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, „დარჩი სახლში!"- ასეთი კატეგორიულები არა ვართ, მაგრამ დარჩი სახლში, თუ არ დარჩები, შეზღუდვები მაქსიმალურად გაითვალისწინე", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×