რეზონანსი
15.05.2020

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას მიერ დაწერილ მიმართვას ეხმიანება იმის შესახებ რომ თავად ნიკა მელია გადაცემაში პარტიამ არ გამოუშვა:

"გამოცდილებამ მასწავლა არაფერი დავტოვო უპასუხოდ, ამიტომაც ვწერ ამ პოსტს.დღეს სტუმრად უნდა ვყოფილიყავი ინგა გრიგოლიას „რეაქციაში“, რაც სამწუხაროდ ვერ მოხერხდა და რასაც კიდევ უფრო სამწუხაროდ, მოჰყვა მძაფრი რეაქცია ინგა გრიგოლიასგან.

ჩემი გადაცემაში ვერ მონაწილეობა, ნაც-ქოცურ დისკურსში გადაზარდა, თურმე ნიკა მელია პარტიას არ გაუშვია მასთან, რომ თურმე ასე გადაუწყვეტია პარტიას და მორჩა და რომ თურმე ჩვენი მონაწილება მას არც აინტერესებს და თურმე ქვეყანა ნაცებად და ქოცებად არ იყოფა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ....

თავს ვალდებულად მივიჩნევ, საზოგადოებას განვუმარტო რა, როგორ და რატომ მოხდა. მაგრამ ვიდრე ამას ავხსნი, მინდა ვთქვა:

1. არაერთხელ ვყოფილვარ ინგა გრიგოლიას გადაცემაში სტუმრად.

2. არ განვეკუთვნები იმ პოლიტიკოსთა რიგს, რომელსაც სადმე „უშვებენ“ ან „არ უშვებენ“, ეს ვფიქრობ ინგამაც ძალიან,ძალიან კარგად იცის. მქონდა გადატვირთული დღე, რომელიც დაიწყო ბრიფინგით, რომელსაც მოჰყვა 4 სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემაში მონაწილეობა.

გადაცემაში მონაწილოების მიღების შემოთავაზება ცხადია არ იყო მიუღებელი, უბრალოდ თავიდანვე ჩავაყენეთ საქმის კურსში, რომ უკვე შეთანხმებული ვიყავით ნიკა გვარამიასთან, რომ ვიქნებოდი „მთავარი აქცენტების“ სტუმარი და შესაბამისად, მოკრძალებულად ვთხოვეთ რომ ვყოფილიყავი პირველი ან მეორე სტუმარი, რომ ელემენტარულად დროში შესაძლებელი ყოფილიყო ამ ორივე გადაცემაში მონაწილეობა და თან სტუდიიდან სტუდიაში ტრანსპორტით გადაადგილება.

ამ თხოვნაზე უარი თქვეს და შემოგვთავაზეს, რომ მე ვყოფილიყავი ბოლო სტუმარი, რაც ნიშნავს იმას რომ ინგასთთან 21 :40 სთვის უნდა ვყოფილიყავი სტუმრად, რაც გამორიცხავდა გადაადგილების შესაძლებლობას და რეალურად მე „მთავარის“ ოფისიდან უნდა ჩავრთულიყავი „ტვ პირველს“, რაც სრულიად სამართლიანად გააპროტესტა ტელეკომპანია „მთავარმა“. ზუსტად იგივენიარად გააპროტესტებდა თავად ინგა გრიგოლიაც.

გარდა ამისა, ბოლო სტუმარმა „რეაქციაში“ გამოსვლა დაასრულა 21:58 წუთზე! ზუსტად იმ დროს, როდესაც დაიწყო ნიკა გვარამიას „აქცენტები“ და მე რომ ინგა გრიგოლიას გადაცემაში მონაწილეობა მიმეღო, მეც ზუსტად ისევე მომიწევდა 21:58-ზე დასრულება! და რა მოჰყვებოდა ამას? „ტვ პირველის“ ჩართვიდან სინათლის სიჩქარით გავარდნა და შევარდნა „მთავარის“ სტუდიაში.

რაც შეეხება იმას რომ ინგა გრიგოლია მე მირეკავდა და არც ვუპასუხე. კი ნამდვილად მირეკავდა, მაგრამ არ კი არა, ვერ ვუპასუხე - დავით აქუბარდიას გადაცემაში ვიყავი სტუმრად და პირდაპირ ეთერში ტელეფონს ვერ ვუპასუხებდი.

ჩვენი ერთადერთი შეცდომა ის იყო, რომ მაინც დავთანხდით ინგა გრიგოლიას გვიან ეთერში მონაწილეობას და ვერ განვსაზღვრეთ რა უხერხულობას შექმნიდა ეს და ამაზე ნამდვილად ვწუხვარ", - დაწერა მელია.

გუშინ კი "ტვ პირველის" დირექტორმა ინგა გრიგოლიამ სოციალურ ქსელში ვიდეოს გააზიარა და დაწერა:

"დღევანდელი გადაცემის მერე, მე ვარ ზუსტად ასე… ,,ოცნება" ხომ სტუმრებს არ უშვებს, ნაციონალებმაც არ გამოუშვეს დაანონსებული მელია. არც იქანე, არც აქანე მჭირს...”

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×