რეზონანსი
15.05.2020

ბათუმში მომხდარი ავარიის შედეგად ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ მოხდა, როდესაც ერთმანეთს 4 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. გარდაცვილილი ბიჭი მინდია შავაძეა. მას ერთი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამივე დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, მაგრამ ერთის გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×