რეზონანსი
14.05.2020

„ბოლნისის მუნიციპალიტეტი დარჩება საყურადღებო და არის მოლოდინი, რომ თუ შემდეგ დღეებში 10 და მეტი პაციენტი, ჩვენ ამ რეგიონში ღონისძიებებს გავამკაცრებთ,"-ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ გააკეთა. მინისტრი ბოლნისის ორ სოფელში გამოვლენილ ახალ შემთხვევებს გამოეხმაურა.

"15 ახალი დაინფიცირებული, რა თქმა უნდა, ქვეყნის მასშტაბით დიდ გავლენას არ მოახდენს, თუმცა რა თქმა უნდა ჩვენ კვლავ დავინახეთ, რომ ეს რეგიონი არის ძალიან საყურადღებო და შესაბამისად, ჩვენი აქტიური მუშაობა გრძელდება. ეპიდემიოლოგები და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ამ დღეების მანძილზეც, კვლავ ინტენსიურად გააგრძელებენ იმ საველე სამუშაოებს. ჩვენ ვიკვლევთ ამ რეგიონში მოსახლეობას და შესაბამისად, რა თქმა უნდა, გვყავს ის გამოვლენილი კოვიდ ინფიცირებულები, რომლებიც აღმოჩენილები არიან ამ რეგიონში და რომლებიც არიან ძალიან საყურადღებოები არიან ეპიდსიტუაციის გავრცელებასთან მიმართებაში", - განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში დღეს კორონავირუსით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დადასტურებული შემთხვევებიდან შვიდი არის სოფელ მუშევანთან დაკავშირებული პირი, ხოლო რვა სოფელ გეტას კლასტერიდანაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×