რეზონანსი
14.05.2020

ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტის, რევაზ მეჭურჭლიშვილის განცხადებით, ახალ პროტოკოლში პლაზმით მკურნალობა და „რემდესევირი" შევა. ამის შესახებ მან „პალიტრა ნიუსის" ეთერში განაცხადა.

„მკურნალობის პროტოკოლი მალე განახლდება. იქ შეტანილი იქმნება პლაზმით მკურნალობა და ასევე „რემდესივირი", - აღნიშნა ინფექციონისტმა.

მისივე თქმით, ვირუსის მეორე ტალღას შემოდგომაზე უნდა ველოდოთ.

„ზაფხულში ვირუსი უფრო შემცირდება. მეორე ტალღას კი შემოდგომა-ზამთარში ველოდებით, მაგრამ მას საქართველო და მსოფლიო უფრო მომზადებული შეხვდება", - აღნიშნა ინფექციონისტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×