რეზონანსი
14.05.2020

მთავრობამ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გაუქმება ეტაპობრივად დაიწყო.

მთავრობის გადაწყვეტილებით:

18 მაისიდან გაიხსნება სილამაზის სალონები და ესთეტიკური სამედიცინო ცენტრები.

მთავრობის გადაწყვეტილებით, სილამაზის სალონებს მკაცრი სტანდარტების დაცვა მოუწევთ. კერძოდ, იქნება ელექტრონული რიგის სისტემა და სოციალური დისტანციის დაცვის ვალდებულება.

ასევე, 18 მაისიდან მოიხსნება დახურულ და ღია სივრცეებში 3 ადამიანის შეკრებაზე დაწესებული შეზღუდვა. თუმცა ეს არ შეეხება ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებას. მანქანაში ისევ მხოლოდ სამი ადამიანი იქნება დაშვებული - ერთი მძღოლი და უკანა სავარძელზე ორი მგზავრი.

18 მაისიდან მოიხსნება საკარანტინე ზონა მარნეულში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×