რეზონანსი
14.05.2020

„ხშირად კლინიკიდან სახლში საერთოდ არ მივდივარ. თუ მოვახერხე და ღამის 2 საათზე გავედი, ეს ნიშნავს, რომ ადრე წავედი", - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის პირველი ბოქსირებული განყოფილების გამგე მარინა ენდელაძე UN Women Georgia-სთან საუბრობს.

„ხშირად კლინიკიდან სახლში საერთოდ არ მივდივარ. თუ მოვახერხე და ღამის 2 საათზე გავედი, ეს ნიშნავს, რომ ადრე წავედი. დღე ექიმების შეკრებითა და ინფორმაციის გაცვლით, გეგმის შედგენით იწყება. მერე სპეციალურ სივრცეში პაციენტთან შესასვლელად ვემზადები, ეკიპირებას ვიცვამ, ახლა მივეჩვიე და ამას უფრო სწრაფად ვაკეთებ. რთულია, მაგრამ ამის გარეშე, რა თქმა უნდა, არ შეიძლება.

ბოლო პერიოდის ყველა პანდემიასთან ბრძოლაში მიმიღია მონაწილეობა. როცა ინფექციონისტი ხარ, გათავისებული გაქვს, რომ ინფექციებს უნდა ებრძოლო. COVID-19 ვერაგი ვირუსია, თუმცა განსაკუთრებული შიშის შეგრძნება არ მაქვს. უბრალოდ შეგუებული ვარ, რომ მეტი რისკია.

გუნდში ინფექციონისტების ახალი თაობა გვყავს. როდესაც პაციენტებზე, რომლებიც ერთ-ერთი პირველები გაეწერნენ, გამოჯანმრთელების პასუხები მივიღეთ, ახალგაზრდა კოლეგები ჩემს ოთახში საოცარი ჟრიამულით შემოცვივდნენ.

ეს პრაქტიკულად 24-საათიანი ბრძოლაა, რომელშიც თითოეული ასეთი შემთხვევა უდიდესი სიხარული და ბედნიერებაა. საბოლოო გამარჯვებამდე ჯერ კიდევ დიდი გზაა და ამისთვის არც მე და არც ჩემი კოლეგები ენერგიას არ ვიშურებთ", - ამბობს მარინა ენდელაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×