რეზონანსი
14.05.2020

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, მათი კლინიკა ხუთმა გამოანმრთელებულმა დატოვა.

მისივე თქმით, ბოქსირებულ სექტორში მკურნალობს 55 პაციენტი. აქედან „კოვიდ-19"-ის დიაგნოზი დადასტურებული აქვს 45 პირს, 18 წლამდე ასაკის პაციენტი კი შვიდია.

„კლინიკაში გვაქვს ხუთი გამოჯანმრთელება, სამი მოზრდილი და ორი მოზარდი. გვყავს ერთი ახალი პაციენტი, რომელიც გადმოყვანილია მცხეთის საავადმყოფოდან დადასტურებული დიაგნოზით. ახალი პაციენტი მკურნალობდა მცხეთის საავადმყოფოში, თანამშრომელი არ არის, როგორც ვიცით, გადმოყვანილია ცხინვალიდან, მამაკაცია 60 წელს ზემოთ ასაკის. საყურადღებოა და მიმდინარეობს გამოკვლევები, ასევე მკურნალობა. ​​საყურადღებოა ოთხი პაციენტის მდგომარეობაც. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობის სიმძიმე საშუალოა", - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×