რეზონანსი
14.05.2020

სამ ადამიანზე მეტის შეკრების აკრძალვა მოიხსნა - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. გიორგი გახარიამ განმარტა, რომ სამზე მეტი ადამიანის გადაადგილება ავტოსატრანსპორტო საშუალებებით კვლავაც ძალაში რჩება.

„აკრძალვა მოიხსნება როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეებში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოიხსნება შეზღუდვა 3 ადამიანის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით. ამ შეზღუდვას აქვს ძალზედ მნიშვნელოვანი ეპიდემიოლოგიური აზრი, რაშიც ჩვენ ექიმები გვარწმუნებენ და ჩვენ მათი გვჯერა. მოგეხსენებათ, რომ პროფესიონალების აზრი ჩვენთვის ეპიდემიასთან ბრძოლაში არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი“, - განაცხადა გახარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×