რეზონანსი
14.05.2020

სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები საქართველოში 18 მაისიდან გაიხსნება. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

„ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია რამდენიმე ეტაპი დავაჩქაროთ, გარკვეული ნაბიჯები გახსნასთან დაკავშირებით ცოტა ადრე გავაკეთოთ და ამ შესაძლებლობის ფარგლებში ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება 18 მაისიდან, ორშაბათიდან გაიხსნას სილამაზის სალონები და ესთეტიური სალონები, რაც, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×