რეზონანსი
14.05.2020

პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ ქვეყანა სექტემბერში სასწავლო პროცესის განუახლებლობის საკითხს არ განიხილავს. თუმცა, შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ვირუსის შემობრუნების ალბათობა დიდია და მოსახლეობა ამისთვის უნდა მოემზადოს.

„არ ველოდებით, რომ სექტემბერში შესაძლოა, სწავლა ვერ განახლდეს. იმედი გვაქვს, რომ ზაფხული და შემოდგომის დასაწყისი კორონავირუსთან დაკავშირებით შედარებით სიმშვიდისა და სიწყნარის პერიოდი იქნება.

ვიცი, რომ ძალიან დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, როდესაც რამდენჯერმე აღვნიშნეთ და სამწუხაროდ, ასეთია მსოფლიო მეცნიერების პროგნოზი, რომ კორონავირუსის გაქრობის იმედი არ უნდა გვქონდეს.

თუ ეფექტიანი ანტივირუსული საშუალება არ გვექნება მომავალი ზამთრისთვის, თუ არ გვექნება ვაქცინა, რომელიც ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ზამთრისთვის დედამიწის მოსახლეობისთვის იყოს, რა თქმა უნდა, დიდი ალბათობა არის იმის, რომ ზამთარში კორონავირუსი ისევ მოტრიალდება.

ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ცუდი სცენარისთვის, რადგან ყოველთვის სჯობს მზად იყო, ვიდრე მოუმზადებელი დახვდე საფრთხეს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×