რეზონანსი
14.05.2020

მომღერალ ზურაბ დოიჯაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა არა კრიტიკული. ამის შესახებ ინფორმაციას მისი მეგობარი, მომღერალი ნუგზარ კვაშალი ავრცელებს:

“დარეკეს ისრაელიდან და გვითხრეს, რომ ესაუბრნენ მკურნალ ექიმს, რომელმაც თქვა,რომ ზურა დოიჯაშვილის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ არა კრიტიკული. ასე რომ მიმდინარეობს ინტენსიური მკურნალობა და იმედია, მალე ყველაფერი კარგად იქნება. დოიჯას გაუმარჯოს” – წერს ნუგზარ კვაშალი.

ზურაბ დოიჯაშვილი ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაშია მოთავსებული.  ამ ეტაპზე ზუსტი დიაგნოზი დასმული არ არის, თუმცა ცნობილია, რომ მას ფილტვებზე ჰქონდა პრობლემა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×