რეზონანსი
13.05.2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილის აზრით,  პირველ რიგში, მგზავრთა რაოდენობის შეზღუდვა კერძო ავტომობილებზე უნდა გაუქმდეს. ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, თანდათან მძღოლის გარდა, კერძო ტრანსპორტში ორზე მეტი მგზავრის მოთავსება გახდება შესაძლებელი. რაც შეეხება ტაქსებს იქ შეზღუდვა ხანგრძლივად შენარჩუნდება და მგზავრები მხოლოდ უკანა სავარძელზე  დასხდებიან, ისე როგორც დღესაა.

„შეზღუდვების მოხსნა უნდა მოხდეს ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით. თანდათან მოგვცემა ამის საშუალება და პირველ რიგში, კერძო ავტომობილებში უნდა დაიშვას, რომ მძღოლის გარდა დამატებით ორზე მეტი მგზავრის განთავსება იყოს შესაძლებელი. თუმცა ტაქსების შემთხვევაში შეზღუდვა, რაც მძღოლის გარდა ორი ადამიანის გადაადგილებას გულისხმობს, ისიც უკანა სავარძელზე, გაცილებით ხანგრძლივად შენარჩუნდება", - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×