რეზონანსი
13.05.2020

ახალი კორონავირუსი, შესაძლოა, არასოდეს გაქრება და უბრალოდ იმ ვირუსების სიას შეუერთდება, რომლის გამოც ადამიანები მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად კვდებიან, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკ რაიანმა.

„ეს ვირუსი, შესაძლოა, კიდევ ერთ ენდემიურ ვირუსად იქცეს და არასოდეს გაქრეს. აივ-ინფექცია არ გამქრალა. ამ ორ დაავადებას არ ვადარებ ერთმანეთს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ რეალურად შევხედოთ მოვლენებს. არ ვფიქრობ, რომ ვინმეს შეეძლოს იმის პროგნოზირება, თუ როდის ან საერთოდ გაქრება თუ არა ეს დაავადება", - აღნიშნა მაიკ რაიანმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×