რეზონანსი
13.05.2020

იტალიაში ახალი კორონავირუსით ბოლო 24 საათში 195 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 69 - ლომბარდიის რეგიონში. დაღუპულთა საერთო რიცხვმა 31106 შეადგინა. დაინფიცირების 888 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 222 104- მიაღწია. გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 3502 ადამიანი.

ამ დროისთვის კორონავირუსის 78 457 აქტიური შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან 65 392 ადამიანი თვითიზოლაციაშია. 12 172პაციენტი მკურნალობას საავადმყოფოში გადის. 893 მათგანის მდგომარეობა მძიმეა, ისინი რეანიმაციაში არიან მოთავსებული. იტალიაში კორონავირუსის გავრცელების დღიდან გამოჯანმრთედა 112 541 ადამიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×