რეზონანსი
13.05.2020

განიხილება კომენდანტის საათის მოხსნის საკითხი, - ამის შესახებ განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის უფროსის მოადგილემ გააკეთა. პაატა იმნაძის განცხადებით ეს საკითხი აქტიურად განიხილება. მისივე თქმით მთავარი იყო ინფექციის გავრცელების შეკავება, რის გამოც დაწესდა შეზღუდვები. პაატა იმნაძის თქმით სწორედ ამ შეზღუდვებმა უზრუნველყო ის, რომ ქვეყანა ასცდა ძალიან პესიმისტურ პროგნოზს.

"ნელა- ნელა ყველაფერი გაიხსნება. კომენდანტის საათიც შემცირდება, ყველა აქტივობა ქვეყანაში გაიხსნება, მაგრამ ეს მოხდება სიფრთხილის ფონზე," -განაცხადა პაატა იმნაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×