რეზონანსი
13.05.2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, სექტემბერში სასწავლო პროცესი დაიწყება.

"არ ველოდებით იმას, რომ სასწავლო პროცესი სექტემბერში ვერ განახლდება. ზაფხული და შემოდგომის დასაწყისი, დიდი ალბათობით, შედარებით, მშვიდი იქნება,"- განაცხადა პაატა იმნაძემ.

სასწავლო პროცესის დროს არსებულ ჰიგიენური ნორმების დაცვაზე ისაუბრა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა. მისი თქმით, ერთადერთ საშუალებად პრევენციული ღონისძიებები რჩება.

"ერთადერთ საშუალებად რჩება პრევენციული ღონისძიებები. მათ შორის, ბავშვთა თავშეყრის ადგილებში. როდესაც შემოდგომაზე სასწავლო პროცესი განახლდება, უნდა იყოს გარკვეული მზაობა, რათა სწორად მოხდეს ბავშვების მიღება ყოველდღიურ რეჟიმში. უნდა იყოს მათთვის ჰიგიენის დაცვის კარგი საშუალებები,"- აღნიშნა ხათუნა ზახაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×