რეზონანსი
13.05.2020

პაატა იმნაძე  აცხადებს, რომ დიდი ალბათობა არსებობს, ზამთარში კორონავირუსი ისევ მოტრიალდეს.

„ ზაფხული და შემოდგომის დასაწყისი, ძალიან დიდი ალბათობით, იმედი გვაქვს, იქნება შედარებითი სიმშვიდისა და სიწყნარის პერიოდი კორონავირუსთან დაკავშირებით. თუმცა, მე ვიცი, რომ ამან ძალიან ვნებათაღელვა გამოიწვია, როდესაც აღვნიშნეთ, რომ სამწუხაროდ, ასეთია მსოფლიო მეცნიერების პროგნოზები, რომ კორონავირუსის გაქრობის იმედი არ უნდა გვქონდეს. თუ ჩვენ არ გვექნება ეფექტიანი ანტივირუსული საშუალება შემდეგი ზამთრისათვის, თუ არ გვექნა ვაქცინა, რომელიც ასევე ნაკლებად მოსალოდნელია, რომ უკვე ზამთრისთვის იყოს ვაქცინა დედამიწის მოსახლეობისთვის, დიდი ალბათობა არსებობს იმისი, რომ ზამთარში კორონავირუსი ისევ მოტრიალდება. ამისათვის ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, მზად უნდა ვიყოთ უფრო ცუდი სცენარისთვის, რადგან ყოველთვის ჯობს, მზად იყო, ვიდრე მოუმზადებელი დახვდე საფრთხეს", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

“Imedinews“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×