რეზონანსი
13.05.2020

ევროკომისია მოუწოდებს გაერთიანებაში შემავალ ქვეყნებს, გადაარჩინონ „საზაფხულო ტურიზმი" და გახსნან საზღვრები. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოში აცხადებენ, რომ ევროპის ქვეყნებს შორის „შეუზღუდავი, თავისუფალი გადაადგილება" საფრთხეს არ შექმნის, თუ თვითმფრინავებში პირბადეების გაკეთება, მატარებლებში კი სოციალური დისტანციის დაცვა სავალდებულო იქნება.

ევროკომისიის რეკომენდაციას სავალდებულო ხასიათი არ აქვს. ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა ტურისტებისთვის საზღვრის გახსნას ივლისამდე არ გეგმავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×