რეზონანსი
13.05.2020

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი უცნობი მიზეზით კვლავ გაუჩინარდა. კიმ ჩენ ინი საზოგადოების წინაშე უკვე 12 დღეა არ გამოჩენილა. ამის შესახებ New York Post-ი წერს.

„შესაძლოა ის ნამდვილად ჭრის ლენტს ფაბრიკების გახსნაზე, თუმცა ჩვენ არ შეგვიძლია იმის შემოწმება, ნამდვილია თუ არა ეს ფოტოები", - აცხადებს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი რობერტ ობრეიენი.

2 მაისს კიმ ჩენ ინი 20-დღიანი გაუჩინარების შემდეგ სასუქის ქარხნის გახსნის ცერემონიაზე გამოჩნდა. 21 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის მძიმე მდგომარეობაშია, 25 აპრილს New York Post-მა დაწერა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი „ვეგეტატიურ მდგომარეობაშია".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×