რეზონანსი
13.05.2020

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენაზე, მერიაში დარგის სპეციალისტების მითითებებს ელოდებიან.

„ჩვენთანაც ბევრი ზარი შემოდის ცხელ ხაზზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენასთან დაკავშირებით. ეს არ არის ჩვენი გადაწყვეტილება. ველოდებით, დარგის სპეციალისტები როგორც კი მოგვცემენ მითითებას, როგორც კი გვეტყვიან, რომ დღეიდან უნდა ამოქმედდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გვაქვს სრული მზადყოფნა და მაშინვე დაიწყებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას. ვერ გეტყვით ეს როდის იქნება"

თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადადგილება 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობის ამოქმედების შემდეგ შეიზღუდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×