
ახლა გათამამების დრო არ გვაქვს, არ უნდა ჩავთვალოთ, რომ „გადავხტით", შეიძლება ითქვას, ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, რეკომენდაციები მაინც უნდა დავიცვათ, რათა ვირუსის მეორე პიკი არ დაიწყოს, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძემ „POSTV"-ის ეთერში განაცხადა.
„გასაგებია, რომ ეს რეკომენდაციები და შეზღუდვები არავისთვის არის კარგი, მათ შორის არც ჩემთვის, ამას ბევრი პრობლემა მოჰყვა, მაგრამ ამით უფრო მეტი გართულება ავიცილეთ. თუ საქართველოში ბევრი გარდაცვლილი და ბევრი მძიმე პაციენტი არ გვყავს, ნურავის ეგონება, რომ ჩვენთან სხვა ვირუსი შემოვიდა, ეს განაპირობა იმან, რომ პაციენტების დროული ჰოსპიტალიზაცია და კარგი პრევენცია მოხდა", - აღნიშნა ენდელაძემ.