
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, ჰოლანდიური კომპანიისგან შეძენილი 30 000 სწრაფი ტესტის შესახებ განმარტებას აკეთებს.
როგორც გაბუნიამ, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ტესტები, რომლებიც ნიდერლანდებში იყო რეგისტრირებული, ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებდა.
„ბიოზეტის ტესტები რეგულირების სააგენტომ დაარეგისტრირა აპრილის დასაწყისში. ტესტი აკმაყოფილებდა ყველა მოთხოვნას, რომლის საფუძველზე მოხდა, რომელიც ასევე იყო რეგისტრირებული ნიდერლანდებში.
ტესტს თან ახლდა არაერთი სერთიფიკატი მისი ხარისხის შესახებ და ყველა მოთხოვნა, რომელიც იყო დაყენებული ტესტმა დააკმაყოფილა.
ტესტის რეალურად შესრულებაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გვქონია, თუმცა მოხდა ისე, რომ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში ტესტის მოწოდება ვერ მოხდა. მოგეხსენებათ რამდენად საჩქაროა ამ ტესტების ქონა ზოგადად ქსელში
და ამდენად, იმის გამო, რომ დათქმული ვადაში ბიოზეტის ტესტის მიწოდება ვერ მოხერხდა ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეჩერების შესახებ.
ამდენად დღეს ტესტების შესყიდვის ხელშეკრულება ამ მომენტისთვის არ გვაქვს და ამ მიმართულებით რაიმე ცვლილების განხორციელება, ანუ ტესტების შესყიდვას სამინისტრო არ განახორციელებს", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.