რეზონანსი
13.05.2020

სოციალურ ქსელ TikTok-ში საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონის ცალკე ქვეყნებად მოხსენიებას საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან გამოხმაურება მოჰყვა.

საგარეო უწყების განცხადებით, ხარვეზის გამოსასწორებლად სოციალურ ქსელ TikTok -თან მუშაობა მიმდინარეობს:

"ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა არის საგარეო უწყების უმთავრესი პრიორიტეტი.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ყოველთვის რეაგირებს ცალკეული სუბიექტების/ორგანიზაციების მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებელ ერთეულებად მოხსენიების ფაქტებზე. არაერთი მაგალითი არსებობს, როდესაც საგარეო უწყების მუშაობის შედეგად, სხვადასხვა საიტებზე ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში გამოყენებული არასწორი დეფინიცია შეიცვალა.

ჩვენ ვმუშაობთ სოციალური ქსელის TikTok-ის საკითხზე და როგორც სხვა წინა შემთხვევებში, აღნიშნულ საიტზე არსებული ხარვეზის გასწორების მიზნით,"- აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×